შემოგვიერთდით

კორპორატიული ღონისძიებები შატო “ნელქარისში”

ულამაზესი გარემო და საუკეთესო ღვინო – ასე აღწერენ სტუმრები შატო „ნელქარისს“, რომელიც კახეთში, თბილისიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე მდებარეობს. ამ შეფასებაში ჩვენ მაშინ დავრწმუნდით, როცა HR hub-ის ერთ-ერთი ღონისძიების ჩასატარებლად  ჩავედით.

 „ნელქარისში“  ვიზიტორებს სთავაზობენ ღვინოებს:

  • იკანო – ქართული და საერთაშორისო ტრადიციებისა და ყურძნის ჯიშების ნაზავი.
  • ნელქარისი – კლასიკური ქართული ღვინო

და ასევე, სივრცეს სადაც კორპორტიული საღამოების, ბიზნეს-სადილების, სემინარების-ტრეინინგების, პროექტის პრეზენტაციების, გუნდური აქტივობების გამართვისთვის ძალიან კარგი ადგილია.

მეღვინეობის ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ: უძველესი ქალაქის „ნელქარისის“ ნანდგრევები. გაიაროთ ქართული სამზარეულოს მასტერკლასი, დააგემოვნოთ „მეგობრების მარნის“ ღვინოები, ისიამოვნოთ ვახშმითა და დატკბეთ საოცარი ხედებით.

ეს ადგილი საუკეთესო არჩევანია როცა საქმე მშვიდ, ულამაზეს გარემოს, ადგილობრივი ნაწარმით დამზადებულ უგემრიელეს კერძებსა და თან კარგ ღვინოს ეხება. ღვინისა და კერძის შეხამებას ხომ ცოდნა და შემოქმედებითი მიდგომა უხდება.

მეღვინეობა ანტიკური ქალაქის ნელქარისის ადგილას მდებარეობს. კომპანიის მთავარი მიზანი  ქართული მეღვინეობის უნიკალურობის შენარჩუნება და ამასთან მუდმივად განვითარებადი დარგისთვის ფეხის აწყობაა.

 საკონტაქტო პირი შატოში:

ქეთი მიქაძე

571-153207;  keti.mikadze@friendscellar.com

დამატებითი ინფომაცია მეღვინეობის შესახებ იხილეთ: www. Nelkarisi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *