შემოგვიერთდით

„კრისტალი“ მართვის სრულიად თანამედროვე, ქვეყნისათვის ინოვაციურ პრაქტიკას ნერგავს

„კრისტალი“ მართვის სრულიად თანამედროვე, ქვეყნისათვის ინოვაციურ პრაქტიკას ნერგავს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია, საშუალო რგოლის მენეჯმენტის გაძლიერება და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების სისტემის ჩამოყალიბება.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში კრისტალელები განიხილავენ სისტემის დანერგვის გამოწვევებს და უპირატესობებს და ცვილებებს, რომლებიც განხორციელდება კომპანიაში.

“ჩვენ გვჯერა რომ ცვლილება განვითარების საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ ბევრს მივაღწიეთ სწორედ განვითარებაზე ორიენტირებულობით და კლიენტებისა და თანამშრომლებისათვის მუდმივად სიახლეების შეთავაზებით. ჩვენ გვჯერა რომ უნდა შევიცვალოთ, სანამ ცვლილებები თვითონ მოგვადგება კარს!” – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *