შემოგვიერთდით

„კრისტალს“ ჰოლანდიის განვითარების ბანკის HR ექსპერტი იან ტისი  ეწვია

ვიზიტის ფარგლებში „კრისტალის“ თანამშრომლები და იან ტისი ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და ახალ იდეებს უზიარებენ.

იან ტისი  წლების განმავლობაში ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) ადამიანური რესურსების განვითარების ხელმძღვანელი იყო. ამჟამად ის ამავე ორგანიზაციის HR გუნდში ექსპერტად მუშაობს.

 „კრისტალი“ მრავალი წელია თანამშრომლობს  ჰოლანდიის განვითარების ბანკთან (FMO). მათთვის ყოველთვის გასაოცარია ის ენერგია, ენთუზიაზმი,  მუხტი,  გამოცდილება, „კრისტალის“ კორპორატიული კულტურა, კომპანიის განვითარების ტემპი და დღევანდელი შედეგები ყველა მიმართულებით, რომელსაც ჩვენში ხედავენ.

დიახ, სწორედ ჩვენი სისტემების ტრანსფორმაციის ხედვა შთამბეჭდავი და საინტერესოა მათთვის. ისინი მუდამ ეძებენ ახალ პრაქტიკებს და მაგალითებს სხვა ქვეყნებსა თუ ინსტიტუციებში. აღნიშნავენ, რომ სწორედ ჩვენში დაინახეს საინტერესო პოტენციალი. ამავდროულად, ისინიც  სწავლობენ ჩვენგან, რადგან განვითარებასთან ერთად, როგორც „კრისტალი“, ისინიც მუდმივად სიახლეებზე ორიენტირბულნი არიან.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ისეთი ძლიერი ორგანიზაციის გუნდი, რომელსაც  ჰოლანდიის განვითარების ბანკთან საქმიანი და მეგობრული  ურთიერთობა აკავშირებს და ამასთან, ვართ გუნდი,  რომელთან სამუშაოდ ასეთი გამოცდილების მქონე ექსპერტი  ჩამოდის, რათა გაგვიაზიაროს და ასევე გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება. ეს იქნება  ორივე მხარისთვის საინტერესო, საქმიანი და სასიამოვნო პროცესი” – აღნიშნავს „კრისტალის“ ადამიანების და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი სერგო ნოზაძე.

„კრისტალის“ მენეჯმენტისთვის, თითოეული თანამშრომელის კეთილდღეობაზე  ზრუნვა და საუკეთესო შრომის პირობების შექმნა,   უმთავრეს  სტრატეგიულ  მიზანს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს სწორი სისტემის აწყობასა და თითოეული კრისტალელის მოტივაციაზე.

 იან ტისის ვიზიტი 3 ნოემბერს დასრულდება.

#კრისტალისმენეჯმენტიკრისტალელებისათვის

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *