შემოგვიერთდით

“მაგისტრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას 5-ჯერ ზრდის”

“სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ ჩატარებული კვლევის მიხედვით,

სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი _ 5-ჯერ.

თუმცა, ფორმალური განათლების დონე (საფეხური) არ განსაზღვრავს მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს.

ამავე კვლევის შედეგებით, მაგისტრის დიპლომის მიღება არა (უფრო) მაღალი შრომის ანაზღაურების ან პროფესიით დასაქმების, არამედ ზოგადად, დასაქმების გაზრდილი შესაძლებლობის წინაპირობას წარმოადგენს;

წყარო: www.css.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *