შემოგვიერთდით

მაია სიდამონიძე: “ისეთ გუნდს შევუერთდი, რომ რაც ჩაფიქრებული გვაქვს გამოგვივა”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრს მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს.

მაია სიდამონიძე 2010-2013 წლებში იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამჟამად ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველია ტურიზმის მიმართულებით.

ფლობს UWIC – University of Wales Institute-ის (კარდიფი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს მარკეტინგში და London School of Commerce-ის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

“დიდი და რთული გამოწვევაა თუმცა ისეთ გუნდს შევუერთდი ვისთანაც მჯერა რომ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გვაქვს გამოგვივა.
გიორგი ქადაგიძე მადლობა ნდობისთვის! ” – წერს მაია სიდამონიძე სოციალურ ქსელში.

მისი დეტალური ბიოგრაფიის სანახავად მიჰყევით ბმულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *