შემოგვიერთდით

„მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა

13 სექტემბერს ევროკავშირის პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების და ლობირების“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დანერგილი შშმ პირების დასაქმების უნიკალური მოდელის სახელმწიფოსთვის გადაბარება იყო: „მაკდონალდსი საქართველო“ ერთ-ერთი პიონერი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც დასაქმების მოცემული მოდელი საკუთარ საქმიანობაში დანერგა და დასახელდა როგორც საუკეთესო დამსაქმებელი.

„მაკდონალდსი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში დასაქმების ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტები დააწესა:

„მაკდონალდსი“ პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სასურველ სამუშაო გრაფიკს და საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს

„მაკდონალდსის“ მენეჯმენტის 70% დამწყები საფეხურიდან აღზრდილი კადრებითაა დაკომპლექტებული:

„მაკდონალდსი“ ახალგაზრდებს დასაქმების შანსს ყოველგვარი გამოცდილების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე აძლევს, მათ განვითარებას კი თავად უზრუნველყოფს.

წყარო: www.facebook.com/McDonaldsGeo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *