შემოგვიერთდით

მედეა ტაბატაძე

2015 წლის 9 ივლისს HR hub-ის პირველი ღონისძიების მენტორი მედეა ტაბატაძე იყო.

“ადამიანის განათლების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს – წიგნების წაკითხვა და ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა.”
მედეა ფლობს ადამიანური რესურსის მართვის სფეროში მუშაობის 16 წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. იგი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესიონალი HR კონსულტანტი. მედეა ასევე არის საქართველოს ბაზარზე წამყვანი HR კომპანიის – “ინსორსის” დამფუძნებელი და დირექტორი.

ინსორსი წამყვანი საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიაა, რომელიც ეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს ლიდერების მოძიებასა და ხალხის ეფექტურად მართვაში.

კომპანიის მიზანია მაქსიმალური შედეგის მიღწევა, მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულად დასაძლევ ამოცანას ეხება. სამუშაოსადმი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიდგომა განაპირობებს ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების მაღალ ნდობასა და ერთგულებას.

“ინსორსის” პარტნიორები არიან სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი ორგანიზაციები. გუნდი მუშაობს ლიდერებთან ერთად გრძელვადიანი და ხილვადი შედეგების მისაღწევად, რაც განაპირობებს ბიზნესის წარმატებას. კომპანის მომსახურება მოიცავს პროფესიონალებისა და ლიდერების მოძიებას, მენეჯმენტის კონსულტაციასა და ტრენინგს წარმატებული გუნდის შესაქმნელად.

#მადლობამენტორს

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *