შემოგვიერთდით

„მოდუსმა” „ჯორჯიან მანგანეზის“ 40 თანამშრომელი გადაამზადა

პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” და კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ავტომექანიკოსებისა და ელექტრიკოსებისათვის პროფესიული ტრენინგი ჩატარდა. გადამზადდა 40 თანამშრომელი. სწავლება დისტანციურად, პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით მიმდინარეობდა.

პროექტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში 9 თვე მიმდინარეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *