შემოგვიერთდით

“ნიკორა” დუალური სწავლების პროგრამაში ჩაერთო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „ნიკორა“ ტრეიდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს.

მემორანდუმით გაფორმებული თანამშრომლობა ითვალისწინებს:

  • მომსახურების სფეროში, კომპანიის ბაზაზე, სამუშაოზე დაფუძნებული – დუალური სწავლების პროგრამების განხორციელებას პროფესიული სტუდენტებისთვის;
  • კომპანიაში საწარმოო პრაქტიკისთვის საჭირო გარემოსა და რესურსების მობილიზებას;
  • სამინისტროს ან კოლეჯების მიერ პროფესიული განათლების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლების ჩართვას.

საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ემსახურება პროფესიული განათლების განვითარებას, შრომის ბაზრის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

საუკეთესო კურსდამთავრებულებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ.

წყარო: www.mes.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *