შემოგვიერთდით

ოთო ტაბატაძე ,,ორიენტ ლოჯიკის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

ოთო ტაბატაძე, მამაკაცი მენეჯერების  იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენელია, რომლებიც HR სფეროში მუშაობენ.

გარდა იმისა, რომ ოთოს საკუთარი კომპანია ,,ოლსაიდერი” აქვს, ის სულ ახლახანს ,,ორიენტ ლოჯიკის” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი გახდა.

HR hub: ოთო ადვილად მიიღე ამ პოზიციაზე მუშაობის გადაწყვეტილება?

რომელიმე კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობის დაწყებას ნამდვილად აღარ ვგეგმავდი, რადგან გადავწყვიტე ჩემი დრო და ენერგია  საკუთარი  HR საკონსულტაციო კომპანიის „ოლსაიდერის“ განვითარებისკენ მიმემართა. თავდაპირველმა ჩანაფიქრმა ცოტა ტრანსფორმაცია განიცადა, უფრო გავაცნობიერე ჩვენი სფეროს საჭიროება და ჩამოვიყალიბე მოდელი, სადაც ბევრი კოლეგის შემოკრება, ყველას რესურსის მობილიზება და გაერთიანებაა შესაძლებელი.  მინდა, რომ ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში მომუშავე ყველა ჩვენს კოლეგას, რუტინად ქცეული საქმიანობის პარალელურად, ახალი პროექტების კეთებაში დავეხმარო. აქ მარტო მე აღარ ვარ საჭირო და შემიძლია სხვა საქმითაც დავკავდე. სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო ,,ორიენტ ლოჯიკთან” მოლაპარაკება.

პირველივე შეხვედრამ ცხადყო, რომ დამფუძნებლებს და მენეჯმენტს ბიზნესის განვითარების მკაფიო ხედვა და არასტანდარტული მიდგომა აქვთ. ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ საინტერესო და იშვიათ კუნძულზე მოვხვდი და  შესაბამისად ,,ორიენტ ლოჯიკის” გუნდთან ერთად განვითარების საინტერესო შესაძლებლობაა ჩემთვის.  მართლაც, ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ტექნოლოგიური კომპანიაა ჩვენს ქვეყანაში.

HR hub: როგორი იყო შენი პირველი სამუშაო დღე ახალ კომპანიაში?

ტექნოლოგიური კომპანია ჩემთვის სრულიად ახალი სექტორია, შესაბამისად პირველი სამუშაო დღე ბევრი დილეტანტური კითხვის დასმითა და ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა „უცნაურ“ პოზიციებზე მომუშავე ადამიანების გაცნობით დავიწყე.

HR hub: როგორ ფიქრობ, რა მოლოდინები აქვთ თანამშრომლებს შენგან?

ძალიან მოტივირებული და ენერგიული გუნდია. მათ სულ ახლახან შემოვუერთდი და ამჟამად მოლოდინების დადგენის ეტაპზე ვარ. თუმცა ვფიქრობ, რომ მოლოდინი, მათი შესაძლებლობების უკეთესად რეალიზების პირობების შექმნას უკავშირდება

HR hub:აპირებ თუ არა სიახლეების დანერგვას კომპანიაში?

დიახ, აუცილებლად და ვეცდები რაც შეიძლება მალე….

HR hub: რას ურჩევდი თანამშრომლებს HR დირექტორთან ურთიერთობის დროს?

სიახლეებში მაქსიმალურ ჩართულობას და ბევრ კომუნიკაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *