შემოგვიერთდით

“პალიტრა მედია ჰოლდინგი” – 23 წლისაა

1995 წლის 18 აპრილს ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი „კვირის პალიტრა“ გამოჩნდა – გაზეთი, რომელმაც უშიშრად დაიწყო მიუკერძოებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.

მკითხველმა ის პირველივე ნომრიდან შეიყვარა და ენდო, სწორედ ამ აღიარებამ აქცია ის ქართული პრესის ლიდერად.

დღეს კი „პალიტრამედია ჰოლდინგი“ 6 მსხვილ ინდუსტრიას აერთიანებს: მედიას, გამომცემლობას, განათლებას, წარმოებას, ელექტრონულ კომერციას და წიგნის მაღაზიათა ქსელს. დაარსებიდან 23 წლის თავზე, ჰოლდინგის შემადგენლობაში 23 შვილობილი კომპანიაა.

ნინო ფეიქრიშვილი, “პალიტრამედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:

“1995 წლიდან პალიტრამ მნიშვნელოვანი საქმის კეთება დაიწყო. უკვე 23 წელია, საზოგადოებისთვის ისეთ პროექტებს ვახორციელებთ, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. როდესაც „პალიტრამედია ჰოლდინგზე“ ვსაუბრობთ, მაშინვე გვახსენდება მედია, რომელიც წლების მანძილზე თავისუფალ სიტყვას ემსახურება.

გვახსენდება “ბიბლუსი“, “პალიტრა L,” რომლებიც საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც თავის კუთხით, უკეთესი მომავლის გარანტია. სწორედ ამ ღირებულებების გამო, თითოეული ჩვენგანისთვის „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სახლია, სადაც ერთად კეთილ საქმეს ვაკეთებთ.

წარმომიდგენია, რამდენად რთული ამოცანა იქნებოდა, ბიზნესის ნულიდან დაწყება 1995 წელს… ეს ბიზნესი ახალგაზრდა მეგობრებმა დაიწყეს ამბიციური იდეებითა და გეგმებით და ვფიქრობ, სწორედ იმ ჟინმა, შეექმნათ რაღაც მნიშვნელოვანი, დღეს, 23 წლის შემდეგ მოგვიყვანა ამ წარმატებამდე.

დღეს ჰოლდინგი 2000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენ ვამაყობთ გუნდის თითოეული წევრით, რადგან სწორედ ეს ადამიანები ქმნიან „პალიტრას“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *