შემოგვიერთდით

,,პალიტრა მედია ჰოლდინგში” პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა დაინერგა

„პალიტრა მედია ჰოლდინგში“  სპეციალურად ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის შეიქმნა პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა, რომელიც თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმოს საკუთარი სწავლისა და განვითარების ეტაპები ორგანიზაციაში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა PD card, რომლის მფლობელიც ავტომატურად ხდება პალიტრის აკადემიის სტუდენტი რაც გულისხმობს სხვადასხვა ტრენინგში, საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებში უფასო მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში მოეწყო PD ბიბლიოთეკები:

  • ფიზიკური – იმიტომ რომ ბევრს ძველებურად წიგნის ხელში დაკავება და ისე კითხვა უყვარს
  • თანამედროვე ტექონოლოგიების მოყვარულებისთვის კი ყველა წიგნი ელექტრონულად აიტვირთა სოფტში PD წიგნების კატეგორიაში
  • PD ტრენინგების კატეგორიაში კი განთავსდა პალიტრის აკადემიაში მიმდინარე ან სამომავლო ტრენინგ მოდულების სილაბუსები.
  • სასურველ ტრენინგზე განაცხადის შევსება კი დამოუკიდებლად შეუძლია თითოეულ თანამშრომელს.

PD ვიდეო ლექციების კატეგორიაში კი, თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ საინტერესო ვიდეო ლექციები სხვადასხვა თემაზე, როგორიც არის: მარკეტინგი, გაყიდვები, ლიდერშიფი, დროის მართვა და სხვა…

PD პრეზენტაციები – ამ კატეგორიაში კი მას შემდეგ გადაინაცვლებს თანამშრომელი, როდესაც გაივლიან ტრენინგებს ან გაეცნობიან მათთვის საინტერესო ლიტერატურას და გაუჩნდებათ სურვილი ჩაატარონ პრეზენტაცია.

PD ქულები – იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული ჰქონოდათ თანამშრომლებს თითოეული აქტივობა შეფასდა ქულებით, თითოეულ აქტოვობაზე მინიჭებული ქულა კი ჯამდება და აისახება PD card- ზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *