შემოგვიერთდით

პარამედიკოსები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტის ფარგლებში მომზადდებიან

პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გაივლიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, პარამედიკოსობის კანდიდატები თსსუ-ის კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში სადღეღამისო მორიგეობებს შეასრულებენ. სტაჟირების შემდეგ, მორიგე ექიმები სტაჟიორის შეფასების სპეციალურ ფორმას შეავსებენ და ცენტრს წარუდგენენ.

პარამედიკოსების მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *