შემოგვიერთდით

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისთვის „ტრენერთა ტრენინგი“ გაიმართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისთვის „ტრენერთა ტრენინგი“ გაიმართა.

ტრენინგის მიზანს აპარატის თანამშრომლების პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
საზოგადოების ინფორმირება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება აპარატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აპარატის თანამშრომლები მუდმივად ატარებენ ტრენინგებს, სემინარებს, საჯარო შეხვედრებს თემით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფისთვის და მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღეს, თუ როგორ გახდნენ უკეთესი ტრენერები.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის” ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *