შემოგვიერთდით

პეტიცია “გახადე შრომა უსაფრთხო”

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პეტიციას სახელწოდებით ,,გახადე შრომა უსაფრთხო” აქვეყნებს. რაც გულისხმობს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნას. პროფკავშირების გაერთიანება  ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ნორმების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათი განცხადებით, კანონპროექტი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელზე მუშაობაც პარლამენტში უკვე 9 თვეა მიმდინარეობს, შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და არ გვთავაზობს ინსპექტირების რეალურად ეფექტურ მექანიზმს.

https://manifest.ge/main/item/1965 – იხილეთ მანიფესტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *