შემოგვიერთდით

პროფესიული განათლება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნები

პროფესიული განათლება პერსპექტიული და მოთხოვნადი ხდება დღეს საქართველოში. 

“პროფესიული განათლება, როგორც ბრენდი, როგორც იდეა უფრო დაფასებული უნდა იყოს, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია” – აცხადებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

HR hub-ის წევრები  ხშირად აღნიშნავენ რომ აქვთ ვაკანსიები თუმცა შესაბამისი კომპეტენციებისა და ცოდნის კანდიდატების მოძიება უჭირთ, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები არ უშვებენ მათი მოთხოვნის შესაბამის სპეციალისტებს. აქამდე ერთადეთი გამოსავალი საკუთარი სასწავლო ცენტრის შექმნა იყო, რაშიც დამსაქმებელს დამატებითი რესურსების ინვესტირება უწევს, ეს კი ბიზნესისთვის დანახარჯებს ზრდის.

ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა პროფსული პროგრამების უზრუნველყოფის ნაწილში და დამსაქმებლების მოთხოვნების ზუსტი იდენტიფიცირება. შედეგად კი მივიღებთ, რომ დასაქმების ბაზარის მოთხოვნები და პროფესიული სასწავლებელების მიერ მომზადებული სპეცილისტების კომპეტენციები და უნარების დაემთხვევა, რაც დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის.

მისასალმებელია, რომ პროფესიული განათლება დღეს პრიორიტეტულია. განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგაზაფხულო მიღებაზე, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დასრულდა და ამ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდებობა 8600 აღწევს. სახელმწიფო პროვაიდერებში სწავლა 100%-ით ფინანსდება.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია: ტურიზმი, მომსახურების სფერო, სამკერვალო ნაწარმის სპეცილისტი და ავტომობილის დიაგნოსტიკოსი. დიდი კონკურსია კონდიტერის, მზარეულის, გიდის და ვებ-ინტერფეისის დეველოპერის პროგრამაზე. საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხულთათვის სწავლება 20 მაისს დაიწყება.

პროფესიული კოლეჯები ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს სთავაზობენ, მათ შორის დუალურ პროფესიულ განათლებას, რომელიც სამსახურისა და სწავლის შეთავსების საშუალებას იძლევა.

ამჟამად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 37-ზე მეტი პროფესიული სასწავლებელი და 10 ფილიალი ფუნქციონირებს. 2017 წელს დაგეგმილია კიდევ ორი ფილიალის გახსნა — ხობში და სტეფანწმინდაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *