შემოგვიერთდით

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურსი გამოაცხადა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

კონკურსის მიზანია პროფსიული განათლების იმიჯის ამაღლება როგორც საზოგადოებაში, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებში.

პროექტის ფარგლებში ოთხ სხვადასხავა კატეგორიაში გამოვლინდება გამარჯვებული.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აცხადებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა წელს პირველად გამოაცხადა  პროფესიული განათლების ეროვნული  ჯილდო, რომელიც ეროვნული მასშტაბის კონკურსია, სადც გმარჯვებულბი ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან. ნომინაციების წარდგენა 6 ოქტომბრამდე მოხდება. 31 ოქტომბერს კი გაიმართება გალა დაჯილდოება სადაც მოხდება პრიზების გადაცემა.

“ეს ოთხი კატეგორია პროფესიული განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია .

  1. წლის ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება. შერჩევის კრიტერიუმებია ინოვატორი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს წარმატებული მაგალითები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და კერძო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები, ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, აქვს გამართული ინფრასტრუქტურა და კარგად ხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა-ოპერირება;
  2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული ბიზნესმენი და ბიზნესი. დღეს საქართველოსში უმნიშვნელოვანესია დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინება პროფესიული განათლების პროგრამების შედგენისას. სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია დამსაქმებლების ჩართულობა.  ასევე მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები რასაც კერძო სექტორი გაიღებს პროფესიული განათლებისთვის. საუკეთესიო ბიზნესს, ბიზნესმენს, რომელმაც წელს ყველაზე უფრო დიდი წვლილი გაიღო პროფესიული განვითარებისთვის დავაჯილდოებთ და 31 ოქტომბერს გაიმართება გალა დაჯილდოება სადაც მოხდება პრიზების გადაცემა;
  3. პროფესიული განათლების წარმატებული სტუდენტი;
  4. მასწავლებელი, რომელიც ემსახურება პროფესიულ განათლებას.

ოთხივე კატეგორიაში გამარჯვებული გვეყოლება პირველ და მეორე ადგილზე. მათ გადაეცემათ პრიზები. ეს ყველაფერი კეთდება კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად. კონკურსი ტარდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში ახორციელლებს პროექტს “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის,” ასევე გვყავს სპონსორებიც. პროფესიული განთლება ჩვენი ქვეყნის განვითარების ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშნელოვანი პუნქტია და ჩვენი პრიორიტეტია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.”

პროფესიული განათლების შესახებ ქეთევან ნატრიაშვილის – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის მოსაზრება კი შემდეგნაირია:

“პროფესიული განათლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულმა სასწავლებლებმა, კერძო სექტორმა და მასწავლებლებმა ერთად იზრუნონ პროფესიონალთა ისეთი გუნდის შექმნაზე, რომელიც შეძლებს და უპასუხებს შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს. ამისათვის სახელმწიფოს აქვს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია დამტკიცებული და მისი განხორციელება ხდება ევროკავშირის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის დახმარებით და სხვა დონორი ორგანიზაციიების მეშვეობით. აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი. რაც არის სიახლე, რადგან წინა წლებში პროფესიული განათლება ხორციელდებოდა გარკვეულწილად შრომის ბაზრის მოთხოვენბისაგან მოწყვეტით. დღესდღეობით ეს შეცვლიია. დამსაქმებლები ჩართული არიან პროფესიული სტანდარტების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში. რაც გარკვეულწილად იმის გარანტიაა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უახლოვდება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ შევძლებთ მოვამზადოთ ისეთი ადამიანური კაპიტალი, როგორც სჭირდება დამსაქმებელს.

კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომის დანერგვა საქართველოში. შარშან უკვე დაიწყო ამ მიმართულების პროგრამების განხოციელება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. წელს ვგეგმავთ, რომ ნაბიჯები გადავდგათ ტურიზმის მიმართულებით და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო დააახლოებს პროფეისულ განათლებას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ეს არის სწორედ ის რაც დამსაქმებელს სჭირდება. ეს არის არაჩვეულებრივი მოდელი, რომლის ფარგელებშიც პროფესიულის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს განათლება მიიღოს არა მარტო სასწავლებელში, არამედ პარალელურ რეჟიმში ცოდნა მიიღოს საწარმოში, კომპანიაში და შეაბამისად საკუთარი შესაძლებლობები გააცნოს  პოტენციურ დამსაქმებელსაც. ვფიქრობთ რომ ამ მოდელის დანერგვა შესაძლებელია საქართველოში სხვადასხვა სექტორების მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებელების კურსდამთავრებულების  დამსაქმების მაჩვენებლის გაუნჯობესებასაც. “

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *