შემოგვიერთდით

“პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო” – 2017 წლის გამარჯვებულები ცნობილია

სასტუმრო “ბილტმორში” პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წლის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში:

1. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი; 

მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ნიკოლოზ წიკლაური სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯიდან –  „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“.

2.წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი; 

მთავარი პრიზის მფლობელი – მანუელ ფაუნდეს-ბარანდა – ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“.

3.

3. წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – მთავარი პრიზის მფლობელი – ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“

4. წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, მთავარი პრიზის მფლობელი – Adjara Group Hospitality საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიასთან თანამშრომლობისთვის.

წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი – BP საქართველო – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილოდებით გამოვლინდნენ ბოლო დროს განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საუკეთესო პრაქტიკის ისეთი მაგალითები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *