შემოგვიერთდით

პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცებულია

საქართველოს მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის  ბიუჯეტიც 2 090 000 ლარია დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პროგრამას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

ვინ არიან სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფი?

პროგრამით ისარგებლებენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები არიან. საუბარია პირებზე, რომლებიც worknet.gov.ge-ზე სამუშაოს მაძიებლად არიან რეგისტრირებულნი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *