შემოგვიერთდით

დავით ჩიჯავაძე: “ორგანიზაციებში სახანძრო-საევაკუაციო სწავლებების ჩატარება აუცილებელია”

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და მუდმივი გაუმჯობესება ყველა ორგანიზაციისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.“ყველა ორგანიზაციას საერთაშორისო სტანდარტით მოეთხოვება ჰყავდეს ე.წ სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველები ან კოორდინატორები (Fire Marshal), მათი ფუნქციები აქტიურდება მხოლოდ ხანძრების დროს. მათი ფუნქციაა შესაბამისი მონიშნული არეალიდან (საწყობებისა და სათავსოების ჩათვლით) ხანძრის არეალიდან გამოიყვანონ ყველა ადამიანი. ისინი როგორც “გემის კაპიტნები” შენობიდან გამოდიან ბოლოს და ყველას მიმართავენ შეკრების ადგილისკენ. ამიტომ ყველა ორგანიზაციას უნდა ქონდეს ე.წ შეკრების ადგილი წინასწარ ამორჩეული. სპეციაურად განსაზღვრული ეს სივრცე კი უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო და ეტეოდეს ყველა თანამშრომელი და მათ შორის მომიჯნავე შენეობებიდან გამოსული ადამიანები, რადგან მიეწოდოს ინფორმაცია ხალხს ხანძრის დროს ოპერატიულად მოქმედების შესახებ.

საერთასორისო და მათ შორის ქართულ კანონმდებლობაში წერია, რომ ყველა ორგანიზაციას უნდა უტარდებოდეს მინიმუმ წელიწადში ორჯერ სახანძორო-საევაკუაციო სწავლება.

მთავშობის 370-ე დადგენილებაში, რომელიც არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს პირდაპირ არის მითითებული, რომ ამ ქმედებების განხორციელება საალდებულოა სახელმწიფო დაწსებულებების, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო და კერძო ნებისმიერი პროფილის კომპანიებისთვის.” – შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, დავით ჩიჯავაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *