შემოგვიერთდით

რას ითვალისწინებს ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” ახალი კანონი?

”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცებულია.

რა საკითხებს აწესრიგებს ახალი კანონი?

ახალი კანონი აწესრიგებს შემდეგ საკითხებს:

  1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება;
  2. ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრა.

ვისზე ვრცელდება კანონის მოქმედება?

კანონის მოქმედება გავრცელდება:

  1. სახელმწიფო მოსამსახურეზე;
  2. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე;
  3. პოლიტიკურ თანამდებობის პირზე;
  4. პროფესიულ საჯარო მოხელეზე;
  5. ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე.

კიდევ რა წესს ადგენს კანონი?

კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს.

განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების – მოხელის სახელფასო დანამატის, საკლას დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *