შემოგვიერთდით

რატომ უნდა იზრუნოს HR-მა გენდერული დისბალანსისა და სტერეოტიპების აღმოფხვრაზე

ბოლო დროს მამაკაცებისა და ქალბატონების სახელფასო ანაზღაურებებს შორის სხვაობა დიდი განხილვის საგანია.ამ განსხვავების აღმოფხვრას შეიძლება 37 წლამდე პერიოდი დასჭირდეს. ეს მონაცემები ჯერ კიდევ არაფერია – მომდევნო წლის აპრილის თვეში ბიზნეს დამსაქმებლები, რომელთაც 250-ზე მეტი ადამიანი ეყოლებათ დაქირავებული, ვალდებულნი იქნებიან სახელფასო განსხვავებების უკეთ დანახვის მიზნით თანამშრომლების ხელფასები საჯარო გახადონ.

ამ ყოველივეს მიუხედავად, ანაზღაურებებს შორის მკვეთრი განსხვავება ერთადერთი პრობლემა არაა. უნარ-ჩვევების მიხედვით დისკრიმინაციას ხშირად ეხებიან, თუმცა არა გენდერის კონტექსტში. იქნებ, გამოსავალი ის იყოს, რომ გენდერული სახელფასო და უნარებს შორის განსხვავება ერთმანეთთან დაკავშირებულ ცნებებად განვიხილოთ?

მოდით, გავაანალიზოთ, როგორ არის ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან დაკავშირებული; მდედრობითი სქესის თანამშრომლები  არა მხოლოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ თავიანთ უნარებთან შედარებით, არამედ შესაბამის სამუშაო გარემოში ისინი თავიანთ მამაკაც კოლეგებს კარიერულ კიბეზეც ჩამორჩებიან. საშუალოდ ქალბატონები 6,500$-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები.

ასევე, აღმოჩნდა რომ ქალი კურსდამთავრებულები 10,000 ფუნტით ნაკლებ ანაზღაურებას მოელიან სამომავლოდ, ყველა ეტაპზე, ვიდრე იმავე მიმართულებით კურსდამთავრებული მამაკაცები. ასე რომ, იქამდე, სანამ ანაზღაურებებს შორის მკვეთრი სხვაობა გაჩნდება, ქალი კურსდამთავრებულები საკუთარ პოტენციალს ნაკლებად აფასებენ. აქვე ჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდება ასე, როცა ქალებისთვის ახლა ყველაზე მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება არსებობს ვიდრე ოდესმე? საკუთარი კვალიფიკაციის დაკნინებას არა შინაგანი, არამედ გარე ფაქტორები უნდა განაპირობებდეს.

იმის მიუხედავად, რომ ღია დისკრიმინაცია იშვიათობაა, გუგლში მომხდარი ბოლოდროინდელი ინციდენტი ნათლად ასახავს, რომ კიდევ არსებობს პროფესიები, რომელთა ქალებისთვის „განაწილება“ მამაკაცებს უბრალოდ არ სურთ. ზოგიერთ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით სამეცნიერო, ტექტნიკურ და ინჟინერულ სფეროში,  მსგავსი ინციდენტები მოუშორებელ პრობლემად იქცა. ეს დამოკიდებულება კურსდამთავრებულ ქალებს არც ისეთ სასიკეთო მოლოდინებს უქმნის, რაც სამუშაო გარემოში ინტეგრირების შემდეგ ორმაგად გამოიხატება,  აღარ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, თუ დასაქმებული ქალი რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია.

თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი მსხვილი დამსაქმებელი როგორიც VIRGIN MONEY-ა, აქტიურად ზრუნავს გენდერულ თანასწორობაზე სამუშაო გარემოში და მიზნად დაისახა, 2020 წლისთვის სრულად აღმოფხვრას ამასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი. მაგრამ უფრო მეტის გაკეთება არის საჭირო.  იმისათვის რომ საბოლოოდ დაიხუროს ანაზღაურებებს შორის განსხვავების თემა, HR მნეჯერი სწორად უნდა გაუძღვეს რეკრუტმენტის მთლიან პროცესს – დაწყებული სამუშაო შეთავაზებით, დამთავრებული ღია სახელფასო განაკვეთის შეტყობინებით, – განსაკუთრებით ისეთ ბიზნესებში, სადაც ქალები ტრადიციულად ნაკლებად არიან წარმოდენილნი.

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ყველა გენდერის წარმომადგენელი ნებისმიერ ინდუსტრიაში წარმატებული შეიძლება იყოს. თუ გვინდა, რომ ქალმა სტუდენტებმა კარგად გაიგონ საკუთარი თავის ფასი, მაშინ უნდა გავარღვიოთ ის მანკიერი აზრი, რომ რომელიმე სქესი ბუნებრივად უფრო ჭკვიანია. თუ წრე არსებობას განაგრძნობს,  ნაკლები ქალი გადაწყვეტს ისეთი სექტორებში შეღწევას, რაც „შეუფერებელია“ მდედრობითი სქესისთვის, შესაბამისად, გენდერული უთანასწორობა ანაზღაურებისა თუ უნარ-ჩვევების კუთხით მოუგვარებელი დარჩება.  მოუგვარებელი დარჩება, იმიტომ, რომ ქალები, რომლებიც დღევანდელი სამუშაო სივრცის ნახევარს წარმოადგენენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად კვლავ დემოტივირებულნი იქნებიან განაგრძნონ კარიერა ე.წ კაცების დომინაციის პროფესიულ სფეროში.

სამწუხაროდ, KPMG-ის კვლევამ გამოამჟღავნა, რომ ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკმარისი ტექნიკური უნარები აქვს შესაბამისი სამუშაოს გასაძღოლად, მაშინ როცა მამაკაცების მაჩვენებელი 57%-ია. ამას თუ დავუმატებთ ამერიკულ კვლევას, რომლის მიხედვთაც ქალების 50% ტოვებს ტექნიკურ სექტორს იქ არსებული „მტრული დამოკიდებულების“ გამო, მაშინ მივხვდებით, რომ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. რა თქმა უნდა, ეს ერთ ღამეში მოსაგვარებელი პრობლემა არ არის, მაგრამ იქამდე სანამ კომპანიები ზუსტ მიზნებსა და სტრატეგიებს არ დაისახავენ, მაშინ ქალები მუდმივ ბრძოლაში იქნებიან. იქამდე, სანამ ანაზღაურებისა და უნარების თვალსაზრისით გენდერულ დისკრიმინაციაზე ღიად და ხშირად არ იწარმოება განხილვები, ცვლილებები არ დადგება, წინ ვერ წავალთ.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrmagazine.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *