შემოგვიერთდით

რა გავლენას ახდენს მუსიკა შრომის ეფექტურობაზე ?

Webpage.fx-მა გამოაქვეყნა ინფო-გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია რა გავლენას ახდენს მუსიკა შრომის ნაყოფიერებაზე და გვთავაზობს რჩევებს, როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ სამუშაო განწყობის ასამაღლებლად.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თანამშრომლების 61%-ს სამუშაო ადგილზე მუსიკის მოსმენა უფრო ბედნიერს და პროდუქტიულს ხდის. 90% – უკეთესად მუშაობს, 88% კი, უფრო ყურადღებით ასრულებს სამუშაოს.

მუსიკის ჟანრის გავლენა

გამოკითხულთა 92%-ს ატმოსფერული მუსიკა მონაცემების სიზუსტით შევსებაში ეხმარება.

58%-ს პოპ მუსიკა მონაცემებთან სწრაფად მუშაობაში უწყობს ხელს;

20% ფიქრობს, რომ საცეკვაო მუსიკა ტექსტის დეტალურად წაკითხვის უნარს აუმჯობესებს;

14% მიაჩნია, რომ პოპ მუსიკა ამცირებს შეცდომების დაშვებას;

12% თვლის, რომ კლასიკური მუსიკა სამუშაოს ზედმიწევნით შესრულებას ეხმარება

მუსიკა და ბიზნესი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელების 77%-ს სჯერა, რომ მუსიკა ზრდის თანამშრომლების სამუშაო დისციპლინას.

65%-ს სჯერა, რომ მუსიკა ზრდის თანამშრომლების პროდუქტიულობას;

40%-ს კი სჯერა, რომ მუსიკის მოსმენა გაყიდვების მაჩვენებელს ზრდის.

რატომ უყვარს ხალხს მუსიკა ?

მუსიკა ააქტიურებს ნივთიერება დოპამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებში. დოპამინი მონაწილეობს შემეცნებით უნარში, სწავლაში.

დოპამინის ფუნქციები:

  • მონაწილეობს შემეცნებით უნარში, სწავლაში;
  • ყურადღება;
  • მახსოვრობა;
  • ენის გაგება;
  • პრობლემების გადაწყვეტა;
  • გადაწყვეტილებების მიღება;
  • მოტივაცია;
  • დასჯა და ჯილდო;
  • პროლაქტინის ინჰიბირება (პროლაქტინი იწვევს ლაქტაცია, სექსუალურ დაკმაყოფილებას);
  • მოქმედებს ძილზე;
  • განწყობაზე;

სტიმულანტები: კოკაინი, ამფეტამინები მოქმედებენ დოპამინის სისტემაზე და იწვევენ მათი რაოდენობის მომატებას.

რა სარგებლობა მოაქვს მუსიკას ჯანმრთელობისთვის: 

  • ამცირებს სტრესს და შიშს
  • ამცირებს ტკივილს
  • აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
  • აუმჯობესებს მეხსიერებას
  • ზრდის მოტივაციას

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *