შემოგვიერთდით

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შსს მართლწესრიგის ოფიცერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დაიწყო.გაეცანით რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ იმისათვის, რომ მართლწესრიგის ოფიცერი გახდეთ.

თუ გაქვთ სიახლის დანერგვის სურვილი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ხართ კრეატიული, გაქვთ კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ახალი ინიციატივების დასახვისა და განხორციელების უნარ–ჩვევები, რთულ და კონფლიქტურ ვითარებაში  გაქვთ მედიაციის უნარი.

ძირითადი (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი (სასურველია იურიდიული განათლება);
  • სასურველია მართვის მოწმობა;
  • სასურველია სულ მცირე 1 უცხო ენის ფლობა;

მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნა მოხდება მხოლოდ მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ.

შერჩევის ეტაპები

  • განაცხადის ფორმის საფუძველზე შესაბამისი კანდიდატების გადარჩევა;
  • უნარ-ჩვევების ტესტი/IQ ტესტირება;
  • გასაუბრება;
  • მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა და დადებითი შეფასების მიღება (შესაბამისი პროცედურების/მოთხოვნების დაცვით );
  • განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი.

მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობა და ფუნქციები:

  • სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  • კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება.
  • კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება.
  • დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
  • ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შესაბამის სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

გახდი ოფიცერი: https://officer.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: (+995 32) 2 41 14 36

#მეტინდობისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *