შემოგვიერთდით

რა პროგრამები აქვს საქართველოს ბანკს თანამშრომლების სწავლებისა და განვითარებისთვის?

თანამშრომლების პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სწავლების პროცესი კომპანიის კონკურენტული უპირატესობის ერთ–ერთი წინაპირობაა. საქართველოს ბანკში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმალურად განავითარონ და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

ამ მიზანს ემსახურება კომპანიის შემდეგი პროგრამები:

  • შესავალი პაკეტი

უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლის სწრაფ და იოლ ადაპტაციას კომპანიაში. მისი საშუალებით თანამშრომელი ეცნობა კომპანიის  ღირებულებებს, კორპორატიულ კულტურას, ორგანიზაციულ სტრუქტურას, საბაზისო ბიზნეს პროცესებსა და სამსახურებრივ პროცედურებს – ყველა იმ სასარგებლო და აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც უზრუნველყოფს მის წარმატებულ ინტეგრაციას საქართველოს ბანკის გუნდში.

  • პროდუქტების და მომსახურების ტრენინგი

თანამშრომელს აცნობს იმ საბანკო მომსახურებას, რომელსაც საქართველოს ბანკი უწევს თავის კლიენტებს. ეს ტრენინგები  ახალი თანამშრომლის შესავალი ტრენინგ–პროგრამის აუცილებელი ნაწილია, ხოლო არსებული თანამშრომლების შემთხვევაში – უზრუნველყოფს მათ თანადროულ ცოდნას კლიენტებისთვის შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.

  • პროფესიული უნარების განვითარების

ტრენინგები უზრუნველყოფს თანამშრომლების  პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და მაღალ კვალიფიკაციას, თანამშრომლის პროფესიული ალღოს, ინტუიციის და შემოქმედებითი უნარის განვითარებას, რაც განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას დღეს და წარმატებულ მომავალზე ორიენტაციას.

ეს ტრენინგები საშუალებას აძლევს როგორც შედარებით ახალბედა, ასევე გამოცდილ თანამშრომლებს, მაღალი ხარისხით შეასრულონ თავიანთი სამუშაო მიზნები და შეიქმნან წარმატებული კარიერა.

საქართველოს ბანკში დასაქმებულია 5,283 თანამშრომელი.

როგორც ბანკში აცხადებენ, საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდურობის განცდა და საქმის დიდი სიყვარული მთლიანობაში ბანკის საერთო წარმატების განმსაზღვრელია.

წყარო: http://bankofgeorgia.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *