შემოგვიერთდით

რა სიუპრიზი მოუწყეს მოსწავლეებმა კლასიკური გიმნაზიის სკოლის დამლაგებლებს ?

ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას! – ასეთი სახელწოდების აქცია გაიმართა დღეს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ამ გზით გამოხატეს პატივისცემა სკოლის დამლაგებლების მიმართ და დააფასეს მათი შრომა.

გიმნაზიის დირექტორმა თათბირზე დაიბარა დამლაგებლები და უსაფრთხოების თანამშრომლები. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რასთან დაკავშირებით იმართებოდა შეხვედრა. სკოლის სპორტ დარბაზში შემოსულ თანამშრომლებს, მოსწავლეები და პედაგოგები ოვაციებითა და პლაკატებით დახვდნენ. საზეიმოდ გაიჭრა სპეციალურად მათთვის დამზადებული ტორტი, რომელზეც სამუშაო იარაღები იყო გამოსახული.

კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა: „ ამ აქციის პირველი უმთავრესი მიზანი გახლდათ ის, რომ  მოზარდებმა და ჩვენ ყველამ დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და განსაკუთრებით იმ ადამიანების შრომა, ვინც ზრუნავს ჩვენს გარშემო სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე.  თავისთავად ეს იქნება ბავშვებისთვის ძალიან კარგი მოტივატორი, რომ თავად დაასუფთაონ გარემო.“

თამარ კაპანაძემ აქციაში ჩასართავად 50-ე საჯარო სკოლა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *