შემოგვიერთდით

რა სიურპრიზი მოუწყო თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს

დღეს, თავისუფალ უნივერსიტეტში დიდი ხმაური იყო. თოფებით მორბენალ უამრავ სტუდენტთან ერთად, ეზოში სახანძროს მანქანასაც შენიშნავდით. ამბის დეტალების გასარკვევად, თავისუფალი უნივერსიტეტის კარიერული განვითარების მენეჯერს მარიამ მებურიშვილს ვესაუბრეთ.

HR hub: მარიამ, რა ხდებოდა დღეს, თავისუფალი უნივესიტეტის ეზოში?

ჯერ კიდევ ESM-დან მოყოლებული, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სწავლის დასრულების ბოლო დღეს წუწაობით აღნიშავდნენ. წლებია ეს ტრადიცია გვაქვს. სტუდენტები წინასწარ ემზადებიან. აცვიათ მაისურები თავიანთი სკოლების წარწერებით და ლექტორების ფრაზებით. შეიარაღებულები არიან წყლის თოფებით და წუწაობენ.

HR hub:  რატომ გადაწყვიტეთ სახანძრო მანქანის მოყვანა?
წუწაობის ერთ-ერთი ეტაპია ადმინისტრაციაში შეპარვა და თანაშრომლების, ლექტორების, დეკანების გაწუწვა
და განსაკუთრებით ელოდებიან ჩვენს რექტორს ვატოს და ანასტასიას.ამ ყველაფერს ძალიან ორგანიზებულად აკეთებენ.  წელს, გადავწყვიტეთ, რომ ადმინისტრაციიდან ყოფილიყო პასუხი. სახანძრო მანქანის მოყვანა ჩვენი კანცლერის ალეკო კაჭარავას იდეა იყო.
ვიცოდით, რომელ დღეს აპირებდნენ წუწაობას და მოვუმზადეთ სიურპრიზი. ამან ძალიან დიდი აღფრთოვანება და კიდევ უფრო მეტი მხიარულება გამოიწვია სტუდენტებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *