შემოგვიერთდით

რეგიონებში დასაქმების ახალი პროექტი “ჩვენ გეძებთ შენ” იწყება

„ჩვენ გეძებთ შენ“ – ეს არის პროექტი, რომელიც Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ინიციატივითა და ორგანიზებით იწყება.

პროექტის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში,  საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი) ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია შესაბამისი ვაკანსიებით.

ღონისძიების მიზანია:

  • რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობა;
  • დასაქმების მსურველთა და დამსაქმებელთა დაკავშირება;
  • ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების უახლესი ტენდენციების გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.

პირველი ღონისძიება დაგეგმილია 7 ივლისს, კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში.

თელავი ჯობს/Telove Jobs – იმართება პროექტის – „ჩვენ გეძებთ შენ“ – ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში. ნადიკვრის პარკში,  ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით.

ვაკანსიები წინასწარ გამოქვეყნდება Studentjob.ge-ზე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ კომპანიას, რომელსაც ესაჭიროება ადამიანური კაპიტალი კახეთის რეგიონში.

პროექტი ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციისა მხარდაჭერით.

„ჩვენ გეძებთ შენ“  პროექტში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებმა მოგვწერეთ:

info@studentjob.ge ან გაიარეთ რეგისტრაცია: https://goo.gl/CsWLg8

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *