შემოგვიერთდით

რეგიონული დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” გრძელდება

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით, 21-22 სექტემბერს,  ბათუმსა და ახალციხეში, დასაქმების ფესტივალები ჩატარდება. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტისა და USAID-ის პროექტის ,,ზრდის” მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალების ორგანიზებაში ჩართულია ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის მერია.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

დასაქმების ფესტივალების განრიგი:

ახალციხე ჯობს – 21 სექტემბერი, 13:00-15:00, რაბათის ციხის ტერიტორია

ბათუმი ჯობს – 22 სექტემბერი, 18:00-20:00, ევროპის მოედანი, ანბანის კოშკთან

ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

დასაქმების ფესტივალების ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებები დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გთხოვთ, თან იქონიოთ რამდენიმე რეზიუმე. მონაწილეობის მისაღებას დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *