შემოგვიერთდით

“რეგუსის” ინოვაციური გარემო ზუსტად პასუხობს HR hub-ის კონცეფციას, აქ მუშაობა სასიამოვნოა

როგორც კი ლეონიძის ქუჩის N2-ში მდებარე შენობის კარს შეაღებთ, მაშინვე მწვანე გარემოში აღმოჩნდებით.

მცენარეები განწყობას შესვლისთანავე შეგიქმნიან. მას შემდეგ, რაც მე-4 სართულზე ახვალთ და ლიფტის კარი გაიღება, მაშინვე მიხვდებით, რომ ხმაურიანი ქუჩის მერე, ძალიან საქმიან და რაც მთავარია სასიამოვნო გარემოში მოხვდით. ეს რეგუსია – მოქნილი პირობების მქონე სამუშაო სივრცეების უმსხვილესი პროვაიდერი.

ამ გარემოში აღმოჩენისთანავე სამუშაო განწყობა შეგექმნებათ. ფერები, დიზაინი, ოფისების განლაგება, ავეჯი -თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი. სრულად მოწყობილი ოფისი, ბიზნეს „ლაუნჯი“, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, საკონფერენციო – ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. და სამზარეულო, სადაც ყავის სასიამოვნო არომატია.

ამას ემატება ყოველთვის მომღიმარი და ყურაღებიანი ადმინიტრაციის თანამშრომლები, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დაგეხმარონ. გეგმავენ შეხვედრებს, ხვდებიან სტუმრებს, პასუხობენ სატელეფონო ზარებს და ა.შ. ეს დიდი დროისა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, ცალკე თანამშრომლის აყვანა საჭირო აღარ არის.

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც HR hub-ის გუნდი „რეგუსში“ გადავიდა და ამ ინოვაცურ გარემოში მუშაობს. უმთავრესი მიზეზი რატომაც გადავწყვიტეთ “რეგუსის” ოფისით სარგებლობა არის ის, რომ ჩვენს კონცეფციასა და კულტურას, ინოვაციური ჰაბი HR სფეროში, ზუსტად პასუხობს. აქ ის გარემოა, სადაც უამრავი ახალი იდეა ჩნდება.

გვაქვს ბიზნეს მისამართი, დიდი უპირატესობაა მდებარეობა, ქალაქის ცენტრი, რაც პარტნიორებთან შეხვედრების მოკლე დროში ორგანიზების შესაძლებლობასაც გვაძლევს. ჩვენს სტუმრებს კი, “რეგუსის” კომფორტული შეხვედრების ოთახში ვმასპინძლობთ.

მას შემდეგ, რაც თქვენი ოფისი ბინას ,,რეგუსში” დაიდებს, თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. აქ მოსვლა გაგახარებთ და სამუშაოზე მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალებას მოგცემთ.

რაც მთავარია, ,,რეგუსის” სამუშაო გარემო, ინოვაციური იდეების მოფიქრებას და განხორციელებაშიც დაგეხმარებათ. “რეგუსი” – ადგილი, სადაც მუშაობა სასიამოვნოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *