შემოგვიერთდით

რეორგანიზაცია თბილისის მერიაში ორ კვირაში დასრულდება

კახა კალაძის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ დღეს თბილისის ათივე გამგეობაში მივიდა. სავარაუდოდ ეს იქნება მერის პირველი გადაწყვტილება, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება. თბილისის მერი მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ ქალაქის მმართველობაში ბიუროკრატიული პერიოდი სრულდება. კახი კალაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდეს. თანამშრომლები ხელმძღვანელების ახსნა-განმარტებას ელოდებიან. უცნობია შეინარჩუნებს თუ არა სამუშაო ადგილს ასობით თანამშრომელი.

რეორგანიზაცია სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. შესაძლოა სხვადასხვა სამსახურების გაერთინება. დაგეგმილი რეფორმა უკავშირდება საქალაქო სამსახურებსაც.

როგორც მერი აცხადებს, პროფესიონალიზმი, კომპეტენციები და პატიოსნება ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც თანამშრომლების შერჩევისას იხელმძღვანელებენ.

ცვლილებების მიზანი კი ბიუროკრატიის შემცირება და მმართველობის ფექტური სისტემის შექმნაა.

რეორგანიზაცია ორ კვირაში უნდა დასრულდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *