შემოგვიერთდით

როგორია თქვენი საოცნებო სამსახური?

როგორია თქვენი საოცნებო სამსახური? ამ საკითხზე ბევრი კვლევა ჩატარებულა და ყველაზე ხშირად, რესპონდენტები „სამუშაო გარემოს“ ასახელებენ. რას ნიშნავს კარგი სამუშაო გარემო? რას ეძებს სამუშაოს მაძიებელი? რა უნდა იყოს კომპანიაში, რომელშიც სიამოვნებით იმუშავებთ?

საქართველოში ხშირად აღნიშნავენ დასაქმებულები, რომ მათგან მხოლოდ შრომას ითხოვენ და თავს დაფასებულად არ გრძნობენ. ხშირად გაიგებდით „ქართული მენეჯმენტის“ მიმართ კრიტიკას და წაიკითხავდით უკმაყოფილო თანამშრომლების აღშფოთებულ პოსტებს.

მე კი მინდა ერთი განსაკუთრებული კომპანიის შესახებ გიამბოთ. ეს არის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – ჯი აი ჯი,  რომელიც გამოირჩევა, როგორც განსაკუთრებული ბიზნეს წარმატებებით, ასევე თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვით. ამ კომპანიის მთავარი მიზანი – ბედნიერი თანამშრომელია!

პირველი, რაც საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემოსვლისას თვალში გეცემათ, არის ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული გარემო. თბილი, მზრუნველი თანამშრომლები, რომელთა უპირველესი მიზანი შედეგებზე ორიენტირებულობა და ერთმანეთის დაფასებაა.

განწყობას და კორპორატიულ კულტურას მენეჯმენტი ქმნის, რომელიც თავისი მაგალითით, თანამშრომლებს ურთიერთობების მაღალ სტანდარტებს უწესებს.

თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვა კი კომპანიის ბენეფიტებში აისახება:

  • ჯანსაღი საკვება,
  • უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს ცენტრი და საუნა, რომლით სარგებლობაც სამუშაო საათებშიც შეუძლიათ დასაქმებულებს,
  • თავისუფალი სამუშაო სივრცეები სუფთა ჰაერზე,
  • პარკინგის ადგილი,
  • ტრენინგებისა და განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობები,
  • განსხვავებული და საოცრად საინტერესო კორპორაციული ღონისძიებები თანამშრომელთა განწყობის ასამაღლებლად.

დღესასწაულებზე ქალაქში ხშირად გვხვდება ობიექტები, რომლებიც კლიენტების მოსაზიდად სადღესასწაულოდ ირთვება, ინდუსტრიული ჯგუფი ამას თანამშრომლებისთვის აკეთებს.

ეს არის სამსახური სტრესის გარეშე, აქ არ შეგეშინდება შეცდომის, აქ არ შეგეშინდება დაუფასებლობის, აქ ყველას შრომა მნიშვნელოვანია, ყველა გასაკუთრებულია, ყველა ერთიან საქმეს აკეთებს ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის მხარდაჭერით!! მე ვამაყობ, რომ საქართველოში არის კომპანია, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს თანამშრომელზე ორიენტირებული, თანამშრომლის ბედნიერებაზე მზრუნველი კომპანია!!!

მე მიყვარს ჩემი გუნდი!!

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ერთ-ერთი თანამშრომელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *