შემოგვიერთდით

როგორია „ნიკორას“ HR გუნდის კარიერის გვერდი სოც. ქსელში?

ნიკორა დაარსდა 1998 წელს. წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელია საქართველოს მასშტაბით.

არსებობის პირველივე დღიდან კომპანიის მთავარ ღირებულებას მისი თანამშრომლები წარმოადგენენ. ნიკორას ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების გუნდი ორიენტირებულია მაღალი პოტენციალის მქონე კადრების მოძიებაზე, მათ განვითარებასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. დღეს ნიკორაში 4000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
კომპანია აფასებს ინიციატივასა და გუნდურ მუშაობას. ჩვენთვის განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ კადრებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თითოეულ მათგანს კი სამსახურებრივი წინსვლის საშუალებას ვაძლევთ. – ნათქვამია სოციალურ ქსელში კომპანიის კარიერის გვერდზე.
აქ შეხვდებით:
  • პოსტებს წარმატებაზე ჰეშთეგით: წარმატებისკენ “წარმატება იწყება მაშინ, როცა მიზნების დასახვას ვიწყებთ”

  • რეკომენდაციებს ეფექტური რეზიუმეს შესაქმნელად;
  • აქტიურ ვაკანსიებს;
  • ისტორიებს თანამშრომლების შესახებ.
მაგალითად ასეთს:
“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კომპანიაში ათობით ლამაზი წყვილის ისტორიას ჩაეყარა საფუძველი.”
ნიკორას კარიერის გვერდი 2017 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა.
წყარო: Nikora Career • ნიკორა კარიერა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *