შემოგვიერთდით

როგორი CV ექნებოდა შოთა რუსთაველს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა?

პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: შოთა რუსთაველი

დაბადების თარიღი : დაახ. 1160-1165წ. XII საუკუნე

საცხოვრებელი ადგილი: მესხეთის რუსთავი, საქართველოს სამეფო

საკონტაქტო ინფორმაცია:  მომწერეთ უსტარი

სამუშაო გამოცდილება

პოეტი – პოემის „ვეფხისტყაოსანი“ ავტორი

მეჭურჭლეთუხუცესი – სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე

განათლება

გრემის სასწავლებელი – 5წ.

იყალთოს აკადემია

ბიზანტია –  ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომები, ანტიკური ფილოსოფია, ეპმედოკლე, ჰერაკლიტე, პლატონის ნაშრომები, აღმოსავლურ ლიტერატურა (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა).

განსწავლულობა: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, გეოგრაფია, ისტორია, სამართალი, მედიცინა, სამხედრო საქმე და სხვა.

ჯილდოები:

  • თამარ მეფის ძვირფასი ბეჭედი – მადლობისა და წყალობის ნიშნად
  • დავით სოსლანის ხმალი
  • ძვირფას ქვებში ჩასმული უნიკალური კალამი

ენები: ბერძნული, არაბული, სპარსული

რეკომენდატორი: თამარ მეფე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *