შემოგვიერთდით

როგორ აფასებენ მონაწილეები HR ბიზნეს სამიტს?

31 მაისს HR hub-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი BDOს მხარდაჭერით ჩატარდა.

პირველად საქართველოში, 14 სპიკერი, 2 პანელ დისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები ერთ სივრცეში იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა ყველაზე აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. ღონისძიებას 300-ზე მეტი ადამიანური რესურსების მენეჯერი და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი დაესწრო.

გაეცანით სამიტის მონაწილეების შეფასებებს, რომლებიც HR ბიზნეს სამიტის დასრულებისას მივიღეთ:

  1. ძალიან მაგარი იყო სპიკერების 10 წუთიანი სფიჩები – განსაკუთრებით სადაც ჩანდა კრეატივი და სიახლე, აღფრთოვანებული ვარ პალიტრა მედია ჰოლდინგის ნინო ფეიქრიშვილის სფიჩით, ძალიან ეფექტური იყო მედეა ტაბატაძე, თავისი კონკრეტული აქცენტებით, ზოგადად ფორმატი იყო სუპერ.
  2. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის ძალიან საიტერესო და ნაყოფიერი იყო აღნიშნული სამიტი. სიამოვნებით ველოდებით მომავალშიც მსგავს აქტივობებს.
  3. ძალიან მომეწონა თქვენი სამიტი, საინტერესო და ინფორმაციული იყო და კარგად ორგანიზებული და ჩვენთვის სასარგებლო კონტაკტებიც შევიძინე,
  4. პირველ რიგში მადლობა ასეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.ძალიან მოხარული ვიქნებით, მომავალშიც თუ დაიგეგმება  მსგავსი ღონისძიებები და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. საკმაოდ ინფორმატიული და საინტერესო სამიტი იყო.
  5. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, აღფრთოვანებული ვარ ღონისძიების მასშტაბით, უნაკლო ორგანიზებით, საინტერესო თემებით და მომხსენებლებით, მასიური ჩართულობით, HR hub-ის გუნდის
  6. კომპეტენტურობით….. ეს იყო მასშტაბური პროფესიული ღონისძიების საუკეთესო პრეცენდენტი!!! და ისედაც საინტერესო შეხვედრებით დახუნძლული წლის ღირსეული კულმინაცია!!! P.S. მიხარია, რომ მომეცა შტაბეჭდილებების გაზიარების საშუალება.
  7. ძალინ საინტერესო და კარგი ფორმატის შეხვედრა იყო. ორგანიზებული ძალიან კარგად და სასიამოვნოდ.
  8. მადლობა თქვენ ამ გრანდიოზული და საინტერესო ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზებისთვის, მადლობა სპონსორებს და ყველას ვინც თქვენი დახმარებით შექმნა ეს დღე.
  9. საინტერესო სპიკერები და თემები იყო სამიტზე, მიუხედავად იმისა რომ დრო თითოეული სპიკერისთვის იყო საკმაოდ მცირე, ახლა უკვე შესაძლებელია მათთან უშალო დაკონტაქტება ამა თუ იმ თემის უფრო სიღრმისეულად განხილვა.
  10. შენიშვნებს რაც შეეხება, ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა უფორ ნაკლები სპიკერი და უფრო მეტად გაშლილი თემები.
  11. გადასარევი ღონისძიება იყო, თავისი ლოკაციით და ლამაზი გაფორმებებით. წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ბევრ საინეტერესო სიახლეს და ღონისძიებას დაველოდებით თქვენგან.
  12. სამიტი იყო ძალიან მაგარი, ასეთი ივენთის ორგანიზებას ძალიან დიდი რესურსი ჭირდება და გამბედაობა, რასაც ძალიან ვაფასებ თქვენში და ბრავო. თვქენი ყოველდღიული წარმატების ტემპი ძალიან მაღალია.

სრული მიმოხილვა: https://bit.ly/2KAK02H

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *