შემოგვიერთდით

როგორ გამოიყურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდის მუშაობის შედეგები ციფრებში?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდის მუშობის შედეგბი ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება.

2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,039,027 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 845,588 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 564,977 შეადგინა, რაც 73,694-ით მეტია 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15%).


მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი:

  1. რუსეთიდან (+13.8%),
  2. აზერბაიჯანიდან (+9.8%),
  3. თურქეთიდან (+20.5%) და
  4. სომხეთიდან (-4.2%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:

  1. რუმინეთი +260%,
  2. ესტონეთი +83%,
  3. გერმანია +59%,
  4. ჩეხეთი +56%,
  5. ნიდერლანდები +55%,
  6. გაერთიანებული სამეფო+44%,
  7. პოლონეთი+42% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  1. ჩინეთი +115%,
  2. კორეის რესპუბლიკა +83%,
  3. ბელარუსი +55%
  4. ამერიკის შეერთებული შტატები +54%,
  5. საუდის არაბეთი +44% და სხვა.

2018 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9%-ია.

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა, ზრდა+15.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,498,751შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +21%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%),რუსეთიდან (+24.1%)თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:

  1. ესტონეთი +102%,
  2. ესპანეთი +54%,
  3. გაერთიანებული სამეფო +50%,
  4. ნიდერლანდები +49%,
  5. ჩეხეთი +49%,
  6. გერმანია +48%,
  7. ლატვია +44%,
  8. საფრანგეთი +36% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +143%, ჩინეთი +92%, საუდის არაბეთი +67%,ქუვეითი 49% და ბელარუსი +43%.

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +29.4%), რაც 125 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *