შემოგვიერთდით

როგორ გამოიყურება L’Oreal-ის კარიერის ვებ-გვერდი? – ანალიზი

კომპანია ლორეალი (L’Oreal) შეიქმნა 1909 წელს. მისი დამფუძნებელი – წარმოშობით ფრანგი ეჟენ შუელლერი (Eugene Schueller) დაიბადა 1881 წელს კონდიტერის ოჯახში.

ლორეალი (L’Oreal) – დასახელება შედგება ორი ფრანგული სიტყვისგან : l’or, რომელიც ნიშნავს ოქროს და l’aureole – შარავანდედს. 1909 წელს საკუთარ ორ ოთახიან ბინაში ეჟენი ქმნის ფრანგულ, თმის უსაფრთხო საღებავების კომპანიას “La Société Française des Teintures Inoffensives”, რომელიც 1939 წელს ღებულობს სახელს კომპანია ლორეალი (L’Oreal). დღევანდელ დღეს კომპანია ლორეალი კოსმეტიკურ ბაზარზე მუშაობს ოთხი მიმართულებით: თმის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. L’Oréal Group –ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Garnier, Maybelline, Redken, Lancôme, Biotherm, Parfums Giorgio Armani, Cacharel, Ralph Lauren, Helena Rubinstein, Vichy.

საინტერესოა როგორ გამოიყურება კომპანიის კარიერის გვერდი. გთავაზობთ ანალიზს:

გვერდის ინტერნეტ მისამართია: careers.loreal.com

ვებ-გვერდს აქვს ოთხი ძირითადი კატეგორია:

  • კატეგორია: ვინ ვართ ჩვენ? – ეს კატეგორია აერთიანებს ქვე კატეგორიებს როგორიცაა: მისია, ეთიკა, დივერსიფიკაცია, კულტურა, ადამიანები.

შესვლისთანავე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ბანერი სადაც წერია ლორეალის, როგორც დამსაქმებლის მისიის განაცხადი:

“მსოფლიოში ყველაზე არაჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ უბრალოდ კარიერა, მათ აქვთ მისია.

ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დილით, რადგან აღგვაფრთოვანებს იმის ცოდნა, რომ ყველა, ვისთანაც ვმუშაობთ, გავლენას ახდენს დიდ ხედვაზე. ჩვენ მილიარდობით ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას თვით-გამოხატვისთვის წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ჰქონდეთ თავდაჯერებულობა. როდესაც ისინი თავს კარგად გრძნობენ, კარგია. ეს გადამდებია! ამიტომაც ჩვენ ვცხოვრობთ სხვა 82 000 ლ’ორეალელ მოაზროვნესთან ერთად, რომლებიც გრძნობენ თავს ინოვაციის ნაწილად და ბრენდის ცენტრად. ეს გუნდი გთავაზობთ 37 საერთაშორისო ბრენდს 140 ქვეყანაში.

როდესაც ჩვენ ვქმნით პროდუქტს ან გამოცდილებას, რისგანაც ჩვენი გულები უფრო სწრაფად ფეთქავს, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც დიდებულს ვქმნით. რაღაცას, რაც კიდევ ერთი მილიარდი ადამიანის გულსა და გონებას მოიგებს.” – წერენ ამ კატეგორიაში.

ეთიკა: 

“100 წელზე მეტია, ჩვენი წარმატება ეფუძნება რწმენის, ქცევებისა და ღირებულებების ძირითად კომპლექსს. ყველა ადამიანს აქვს L’Oréal-ში მფლობელის მენტალიტეტი,დაიცვას ჩვენი რეპუტაცია და ჩვენი 37 ბრენდი.

კულტურა:

ჩვენი კულტურა ეს შთაგონება და იდეებია … ბევრი იდეა!
ეს არის ურთიერთობები, რომელიც  ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და მეგობრობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. მართლაც ამ ყველაფრის საფუძველზე გრძნობთ, რომ ეს გარემო თქვენ გეკუთვნით.

გუნდები ჩვენი გმირები არიან:

არ არის საკმარისი იყო მხოლოდ ვარსკვლავი. ლორეალში შენგან ელოდებიან დაეხმარო სხვებს გაიბრწყინონ. ჩვენ ერთად შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, დიდი რამ გავაკეთოთ. ჩვენთვის ერთად დგომა დასაწყისია, მაგრამ ერთად მუშობა არის ის რაზეც  ჩვენი წარმატებაა დამოკიდებული.

სცადე და ისწავლე:

იმის გამო, რომ არ არსებობს ნოვატორი გაბედულების გარეშე, ლორეალში გექნებათ ყოველდღიური გამოწვევა იფიქროთ, გააკეთოთ, განიცადოთ მარცხი, უფრო მეტი მარცხი, მაგრამ სცადოთ თავიდან, გააკეთოთ უკეთესად და  გაუზიაროთ გამოცდიელბა სხვას თუ როგორ დატოვეთ კომფორტის ზონა. ეს საჭიროებს გამბედაობას! გამბედაობა, მართოთ საკუთარი თავი.

  • კატეგორია: შენ ვინ შეიძლება გახდე ჩვენთან. აქ უწერიათ 10 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს კომპანია. ასევე კარიერული სფეროები, სივრცეები: რითეილი, კვლევა და განვითარება, IT, გაყიდვები და ბიზნესის განვითარება, მარკეტინგი, ოპერაციები, ადამიანური რესურსები, კომუნკაციები, PR, ციფრული მიმართულება .

“როცა გიყვარს შენი საქმე და ადამიანები ვისთან ერთადაც მუშაობ, საოცარი ამბები ხდება. მაშ ასე, აირჩიე შენი გუნდი!”

  • კატეგორია: რას გთავაზობთ

გაიზარდე ჩვენთან ერთად: ლორეალში სწავლა არასდროს მთავრდება. ამიტომაცაა რომ ჩვენ აგვყავს ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება სწავლობენ და მხარს ვუჭერთ მათ აკეთონ რაც უყვართ.

როგორ ვზრუნავთ შენზე: ჩვენი გუნდები საუკეთესო ზრუნვას იმსახურებენ, რადგან ისინი ცვლიან ადამიანების ცხოვრებას უკეთესობინსკენ სილამაზის გზით, ყოველდღე.

ჯილდოები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მორგებულია სხვადასხვა მოლოდინებზე, მოთხოვნებსა და ცხოვრების წესებზე ადაპტირებით. აქ უწერიათ ბენეფიტები, რასაც სთავაზობენ თანამშრომლებს: ოჯახთან ერთად დროის გატარება, სხვადასხვა რეგიონში გადაყვანა, კვება, სავარჯიშო დარბაზები, გამოცდილების გაზიარება, ჯანდაცვა, მუდმივი განვითარება და მატერიალური ბენეფიტი – ხელფასი.

  • კატეგორია: როგორ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ გუნდში

კარიერული შესაძლებლობები აქ ულიმიტოა. ვაკანსიებზე გამოხმაურება სამი გზით შეიძლება: იპოვე შენთვის საინტერესო ვაკანსია, წაიკითხე სამუშაოს აღწერილობა, გამოეხმაურე.

აქვთ ქოუჩინგ ცენტრი, სადაც რჩევებია  CV-ისა და მოტივაციის წარსადგენად და გასაუბრებაზე გასავლელად.

თქვენი CV იძლევა სურათს იმის შესახებ თუ ვინ ხართ. ეს არის თქვენი ბილეთი ლორეალში, რადგან ეს თქვენი შესაძლებლობების მაჩვენებელია. არ არსებობს CV -ის ნიმუში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეგიძლიათ დაწეროთ როგორც საჭიროდ ჩათვლით. გაგვიზიარე მოტივაცია. საუკეთესო რჩევაა – იყავი ვინც ხარ!  საუკეთესო რისი წარმოჩენაც  შეგიძლია ეს საკუთარი თავია.

ლორეალის კარიერის გვერდი ერთ-ერთი საუკეთესოა, სადაც კარგად ჩანს კომპანიის დამოკიდებულება თანამშრომლებისა და პოტენციური გუნდის წევრებისადმი. აქ ჩანს მთელი მათი მიდგომები ადამიანური კაპიტალის მართვის ნაწილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *