შემოგვიერთდით

როგორ ზრუნავენ კრედო ბანკში მენეჯერების განვითარებაზე?

კრედო ბანკში 2014 წლიდან დანერგილია შიდა, თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები.

უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ბანკის ტრენინგ ცენტრი და კრედო აკადემია. ასევე, ბანკი აფინანსებს სხვადასხვა ტიპის პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

ამ მხრივ, განსაკუთრებით, აღსანიშნავია მენეჯერების განვითარების პროგრამა აქსეს კამპუსში (Access Campus), ბერლინში, AccessHolding-ის სათავო ოფისში.
„Access Campus”-ის მენეჯერების განვითარების პროგრამა არის ბანკის საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის შექმნილი სპეციალური, 1.5 წლიანი სასწავლო კურსი, რომელიც აერთიანებს შემდეგი

საკითხების სიღრმისეულ, საფუძვლიან შესწავლას: 

  • ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება
  • მოლაპარაკება და გაყიდვები
  • პროექტების მართვა
  • ლიდერობა და ცვლილებების მართვა
  • გუნდური შეჭიდულობა (Teambuilding)
  • ქოუჩინგი და ადამიანების მართვა
  • რისკების მართვა და საბანკო სიმულაციები.

მსგავსი მაღალი დონის ტრენინგ პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მენეჯერული უნარების განვითარებას გარდამავალი და განვითარებადი ეკონომიკის სფეროში.
სასწავლო ცენტრი “Access Campus”-ი, შეიქმნა ბერლინში, AccessHolding-ის მიერ, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნებში საფინანსო მიმართულებით.

Access Campus-ი ყურადღებას ამახვილებს, განსაკუთრებით, მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მენეჯერების განვითარების გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს: გუნდურ მუშაობას, პროექტების შექმნას, პრეზენტაციას, შესაბამის გამოცდებს.

აღნიშნულ პროგრამას მოწვეულ ექსპერტების ჯგუფთან ერთად უძღვება AccessHolding-ის მმართველი გუნდი.
კრედო ბანკი 2015 წლიდან აფინანსებს “Access Campus”-ში თანამშრომლების სწავლას და დღეისათვის 5 კურსდამთავრებული ჰყავს.

კრედოში მუდამ აძლევენ თანამშრომლებს განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. კრედო ბანკი კვლავ განაგრძობს Access Campus-ში თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

მენეჯერების განვითარების პროგრამაზე ბერლინში, ამჟამად, სწავლას აგრძელებს ორი თანამშრომელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *