შემოგვიერთდით

როგორ ქმნის მილტონ ჰეიგი გამარჯვებული გუნდის სტრატეგიას ?

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინელ მორაგბეებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 25:16 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები  „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულია.

ამასთან, ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი დასახელდა.  „დინამო არენაზე“ გაიმართა.

“ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგია. ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის გამარჯვებული გუნდის სტრატეგიას და ღირსეულად ხელმძღვანელობს ქართულ ნაკრებს.

მილტომ ჰეიგი 2017 წლის 31 იანვარს HR hub-ში იმყოფებოდა და HR hub-ის წევრებს ესაუბრა ისეთ სანტერესო თემაზე როგორიცაა “Ways To Build High Performance Team”.

მილტონ ჰეიგმა გუნდის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გაგვიზიარა. HR hub-ის ღონისძიებაზე მან ისაუბრა ძლიერი გუნდის შექმნის გზებზე და გაგვიზიარა გუნდის მოტივაციის მისეული ხედვა, რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც საერთო ჯამში წარმატებულ გუნდს ქმნის.

“მე ამაყივარ ჩემი ბიჭებით. გუნდურობის კულტურის დანერგვა, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის საქმეა, შემდეგ კი ამას გუნდის საუკეთესო და ყველაზე ავტორიტეტული მოთამაშეები ინარჩუნებენ. “- განაცხადა მან.

გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს.

ვულოცავთ მილტონ ჰეიგს და მის გუნდს ამ დიდ გამარჯვებას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *