შემოგვიერთდით

როგორ შევარჩიოთ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილბების HR-ში?

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დღითიდღე უფრო რთული ხდება ტექნოლოგიური პროგრესისთვის ფეხის აყოლა. დიდი მონაცემთა ბაზებიდან ქლაუდის სისტემებამდე, ჩვენს წინაშე წარმოუდგენელი რაოდენობის მაღალტექნოლოგიური პროდუქციაა. უფრო და უფრო მეტი მწარმოებელი იჩემებს ისეთი პროდუქტის შექმნას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო მარტივს და ეფექტურს გახდის.

ამგვარ სიტუაციაში HR მენეჯერი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს მიმდინარე მოვლენებს. რადგან ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რესურსია ბიზნესისთვის, ნებისმიერი ტექნოლოგიური გადაწყევტილება, რომელიც ტალტანტების მართვას გაგვიმარტივებს, ყურადღებით უნდა განვიხილოთ.

მაგრამ მაშინ, როცა მწარმოებლებისა და პრობლემების რიცხვი იაზრდება, როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სწორედ იმას ვიღებთ, რაც გვჭირდება? საიდან უნდა გავარკვიოთ, როგორი პროდუქტი იქნება ჩვენი კომპანიისთვის იდეალური ამჟამად და სამომავლოდ, ან რომელი მწარმოებელია უფრო სანდო?

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების გაცემა შეუძლებელია, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ გადაწყვეტილების მიღებამდე.

როგორია ჩვენი კულტურა? ნებისმიერ ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი კულტურა. მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგია, რომელსაც ავირჩევთ, იდეალურად ერგებოდეს არსებულ კულტურას და არავითარ შემთხვევაში არ უქმნიდეს მას საფრთხეს. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია კოლაბორაციაში უნდა იყოს კომპანიაში არსებულ ტექნოლოგიებთან, რომელიც კომპანიის ფინანსებში, მარკეტინგში ან სხვა დეპარტამენტებში გამოიყენება. ინტეგრაცია ყოველთვის სჯობს დეინტეგრაციას.

არის ტექნოლოგია საკმარისად მარტივი? სმარტფონები დღესდღეობით თითქმის უნივერსალური პროდუქტია. ჩვენ მივეჩვიეთ საკუთარი თითების გამოყენებით უამრავი აქტივობის შესრულებას და ახლა ეს ტექნოლოგია ძალიან მარტივად გვეჩვენება. მაგრამ არის პროდუქტი, რომლის შესყიდვაზეც თქვენ ფიქრობთ, საკმარისად მარტივი ან შესაფერისი იმ მოლოდინებისა, რომლებიც მომხმარებლებში არსებობს? არის ის ისეთივე მარტივი გამოსაყენებელი, როგორც აპლიკაციების უმრავლესობა თქვენს ტელეფონში? თუ კი, მაშინ პასუხი ცხადია, ხოლო თუ არა, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა გაურკვევლობა და პროტესტი მოჰყვეს.

რამდენად პერსპექტიულია ტექნოლოგია? ერთადერთი, რაც ტექნოლოგიებზე დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ პროდუქტი, რომელიც დღეს ინოვაციურად ითვლება, შეიძლება 1 წელში ან სულაც 6 თვეში მოძველებული გახდეს. არის თქვენი არჩეული ტექნოლოგია საკმარისად პერსპექტიული, რომ თქვენი კომპანიის ზრდას რამდენიმე წლით მაინც აუწყოს ფეხი? მოკლევადიანი გადაწყვეტილებები იაფი და იოლია, მაგრამ განა რამდენი ხნით მოახერხებთ მის შენარჩუნებას?

რამდენად ჩართულია პროცესში მწარმოებელი? საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე მხარე, თქვენც და მწარმოებელიც, თანაბრად უნდა იყოს ჩართული. თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ ის, თუ რა პრობლემის მოგვარება გსურთ ამა თუ იმ ტექნოლოგიის გამოყენებით და მეორე მხრივ, მწარმოებელი უნდა იყოს მაქსიმალურად დაინტერესებული თქვენს დასახმარებლად. ერთობლივი სამუშაოებით უნდა შეიქმნას უნიკალური პროდუქტი, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ბიზნესზე.

ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თანამედროვე ტექნოლოგიებს HR-ის პრობლემების მოგვარება ისევე შეუძლია, როგორც ნებისმიერი სხვა სფეროსი. მთავარია, კარგად დავუკვირდეთ ჩვენი პრობლემის შინაარსს, ტექნოლოგიის გამოყენების მიზანს და ერთობლივად გადავჭრათ საკითხები მწარმოებელთან. არსებულ ბაზარზე სწორი გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწორ და ფრთხილ აზროვნებას მოითხოვს. ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ ფეხი ავუწყოთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *