შემოგვიერთდით

სასწავლებლებმა მომზადება-გადამზადების პროგრამები დამსაქმებელთან ერთად უნდა შეიმუშაონ

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. დამსაქმებელთან ერთად შემუშავებული პროგრამის წარდგენისას, მნიშვნელოვანია პროგრამის თანამიმწოდებელი კომპანიის იდენტიფიცირება, სახელწოდების მითითებით.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები უნდა შემუშავდეს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად (იხ. დანართი).

მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამის ხანგრძლივობის (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში), პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობის (მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა), სწავლის შედეგების, პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობის, პროგრამის ღირებულების (ერთ მოსარგებლეზე გათვლილი ღირებულება, ჯგუფში მოსარგებლეთა როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით) შესახებ. ამასთან, იმ პროგრამაში, რომელსაც ერთობლივად შეიმუშავებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება და დამსაქმებელი ორგანიზაცია განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამის განმახორციელებელი თითოეული მხარის მიერ გასაწევი ხარჯები (მისაღწევი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე).

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში – “საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 თებერვლი №76 დადგენილება ,,სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”.

ის თუ რომელი სასწავლებლები იქნებიან პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებლები 16 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *