შემოგვიერთდით

რუსთავი მეტალურგიული ქარხანა – “მოგვიწევს 300-მდე თანამშრომლის დათხოვნა”

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის განცხადებით, თუ ხელისუფლებამ ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიმები არ აამოქმედა მომდევნო თვეში 300-მდე თანამშრომლის დათხოვნა მოუწევთ.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამოქმედებულმა ახალმა რეგულაციებმა, რომელიც ალუმინსა და ფოლადზე დამატებით გადასახადს აწესებს, დარგს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ერთი მხრივ, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შეაჩერა ამერიკაში უნაკერო მილების მიწოდება, რადგანაც იმპორტის გადასახადის გათვალისწინებით ეს აღარ უღირს, მეორე მხრივ კი ქართულ ბაზარზე გააქტიურდა ირანული პროდუქცია.

წლის დასაწყისშიი კომპანიაში გაზარდეს წარმოების მოცულობები და შექმნეს დამატებითი სამუშაო ადგილები, მაგრამ ახლა იძულებულები არიან, კვლავ შეამცირონ წარმოება და სამსახურიდან გაათავისუფლონ თანამშრომლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *