შემოგვიერთდით

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა საკონტრაქტო სამსახურის სახითაა შესაძლებელი

საქართველოს დაზვერვის სამსახური წვევამდელებს შესაძლებლობას აძლევს, სამხედრო სავალდებულო სამსახური საკონტრაქტო სამსახურის სახით მოიხადონ. საკონტრაქტო სამსახურში მიიღებიან სათანადო პიროვნული თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლებისა და ფიზიკური მომზადების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენასთან ერთად ფლობენ დამატებით უცხო ენას.

სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს 24 საათიან მორიგეობას ყოველ მესამე დღეს.

საკონტრაქტო მოსამსახურეები სწავლობენ სამხედრო საქმეს, გადიან სპეციალურ მომზადებას და შეისწავლიან დამატებით უცხო ენას.

საკონტრაქტო მოსამსახურეებს ეძლევათ ყოველთვიური ანაზღაურება, უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო დაზღვევით და უნიფორმით. შეუძლიათ მოკლევადიანი შვებულებით სარგებლობა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის წარმატებულ მოსამსახურეებს ეძლევათ საქართველოს დაზვერვის სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *