შემოგვიერთდით

სამინისტროების გაერთიანების შედეგად, უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება?!

სამინისტროების გაერთიანების შედეგად, უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება. ამის შესაბამის სურათს იძლევა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. პროექტის მიხედვით, სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ახალ უწყებებში ჯამში, 6 ადამიანით ნაკლები გააგრძელებს მუშაობას.

ცვლილება #1:

  1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებულია 60 ადამიანი,
  2. საგარეო საქმეთა სამინისტრში – 775

გაერთიანების შემდეგ, საგარეო უწყებაში დასაქმებულ პირთა რიცხოვნება 835 იქნება.

ცვლილება #2

  1. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება 2 203 ადამიანს შეადგენს,
  2. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 1377-ს.

ცვლილებების შედეგად, სამინიტროში დასაქმებულთა რაოდენობა 3 568 იქნება, ანუ გაერთიანებული სამინისტროში მხოლოდ 12 ადამიანით ნაკლები იმუშავებს, თუმცა აღნიშნული 12 პირიდან 6 მუშაობას განაგრძობს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების დაცვის კომპონენტი უერთდება.

ცვლილება #3

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო.

  1. ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმებულია 135 ადამიანი
  2. ეკონომიკის სამინისტროში – 788 ადამიანი.

სტრუქტურული რეფორმის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება 929, ანუ ორი უწყების გაერთიანებული თანამშრომლები – ჯამში 923 ადამიანი და ის 6 პირი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გარემოს დაცვის უწყებიდან გადაინაცვლებს.

ცვლილება #4:

  1. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, უწყებაში დასაქმებულია 346 ადამიანი,
  2. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში – 6 762.

რეფორმის შედეგად, სპორტის სამინისტრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება და შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნება იქნება – 7 044, ანუ 64 ადამიანით ნაკლები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება და განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც სწორედ 64 ადამიანით იზრდება.

კერძოდ, თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი არის – 1366, რეფორმის შედეგად აღნიშნულ უწყებაში თანამშრომელთა რაოდენობა 1430 იქნება, ანუ სწორედ 64 ადამიანით მეტი.

დაკავშირებული ლინკი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *