შემოგვიერთდით

სამშნებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება

არსებული კანონმდებლობით, როდესაც რაიმე დარღვევა იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში, მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდათ, შემდეგ 3 000 ლარიანი ჯარიმა იყო, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა.

ცვლილებებით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და დარღვევების გამო, შეჩერებული იყო.

რეგულაციები შემდეგია:

 თუ მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპანია მუშაობას განაგრძობს, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება.

 ცვლილებას დაექვემდებარება ასევე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლი და თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ათასი ლარისა. კანონის აღსრულებას კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

 წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე მკაცრდება სანქციები ზოგადად, უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება III და IV კლასს დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას. ასევე, გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე 15 000 და 20 000 ლარით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *