შემოგვიერთდით

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების ახალი კამპანია – “გაიცანით სანტინოს ფერმერები”

კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა” სოციალურ ქსელში ახალი კამპანია “გაიცანით სანტინოს ფერმერები” დაიწყო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს აცნობს ფერმერებს, რომლებიც შრომობენ, რომ ადამიანებმა ნატურალური პროდუქტი მიირთვან.

ეს პროფესია ძალიან დიდ შრომას მოიცავს და დასაფასებელია.

აი მაგალითად:

ლაშა ჩოჩია, 29 წლის – აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნორიო

„ბაღნობიდან რო მოუვლი და ხელით რო აჭმევ საჭმელს, მიდი მერე და არ გიყვარდეს, როგორია?! ძროხას აქვს ხასიათი, უნდა იცოდე, როგორ მიუდგე, თორე არც რძეს მოგცემს, რო გინდა ისეთს. ესმით ამათ, აბა არ ესმით? ის კი არა, ზოგჯერ მგონია, სანტინოც იციან რა არის და ისიც, ამათმა რო უნდა გვასახელონ ქალაქში. მაგიტო გვაძლევენ, ბაბუაჩემი რო იტყოდა: „ცის ღრუბელივით ქათქათა“ რძეს.“

ალეკო თოფურია, 64 წლის – აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაპანა

„მე-4 კლასელი ბავშვი რო დეიწყებ რაღაც საქმეს, მერე აღარაა ეგ საქმე, ეგაა ცხოვრება და ცხოვრების წესი. ახლა ერთი დღე ვერ წარმომიდგენია მე ისე, რო არ ავდგე დილას, არ გავუშვა ცხოველი საძოვარზე, მერე არ მოვწველო და ქალაქს რძე არ გავუგზავნო.“

ივერი ჯანგველაძე, 60 წლის – აბაშის მუნიციპალიტეტი

„მე, ჩემი ვარდია, ბოჩოლობაში რო იყო, ე, იმხელა გავიცანი და, აგერ, შემოვაბერდით ერთად ქვეყანას. ხანდახან მგონია, რო ისე ესმის ჩემი, კარგი მეგობარი რო გაგიგებს. მეც ჩემსას მოვუყვები და ისიც მისმენს, განა არ ესმის?! მარა ორივემ ვიცით, რო პირველი მაინც საქმეა. სანტინოში რძე უნდა მივიტანოთ, დავუგზავნოთ ქვეყანას და ე, მერე შეილება თავის შექცევა.“

კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი. “სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები” თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

სანტე სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც ISO-ს სერთიფიკატი მიიღო, ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატი , რითაც მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა და HACCP -ის სერთიფიკატი რითაც დადასტურდა რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერთიფიცირებული სისტემის მფლობელია.

აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს , რომელიც ადასტურებს რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია.

ჯილდოები: ISO 9001, ISO 22 000 , HACCP, Member of Georgian Quality Fund, Certificate of Euro Standard.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *