შემოგვიერთდით

სასტუმრო “რედისონში” შრომითი უფლებების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

„შრომითი უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“ – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც დღეს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით სასტუმრო რედისონში იმართება.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. კონფერენციაზე შრომით უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე მსჯელობენ.

შეხვედრის მონაწილები ეკონომიკაში ქალთა როლის გაძლიერებას, თანაბარ ანაზღაურებას, მშობლის უფლებებსა და სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებსაც განიხილავენ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ასევე სახალხო დამცველის აპარატის, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წევრები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციაზე გაკეთდა შემდეგი ტიპის განცხადებები:

“- ჩვენი მოქალაქეებისათვის ღირსეული შრომითი უფლებების შექმნის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ეკონომიკური ზრდის მიღწევა.”

“- ადამიანური კაპიტალი თანამედროვე სამყაროს ერთერთი უმთავრესი საფუძველია და ჩვენ ვალდებული ვართ კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ისეთი პირობები , რომ მოტივირებული ადამიანები ქმნიდნენ ბედნიერ და წარმატებულ საქართველოს მომავალს.”

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის დღის წესრიგს სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორისაა შრომითი ურთიერთობები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *