შემოგვიერთდით

სასტუმრო “რიქსოსში” ვორქშოპი „სტაჟირება ჩემს კომპანიაში“ გაიმართა

30 ნოემბერს  სასტუმრო „რიქსოსში“ ვორქშოპი „სტაჟირება ჩემს კონპანიაში“ გაიმართა.

ვორქშოპის “სტაჟირება ჩემს კომპანიაში” ორგანიზატორია „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება USAID-ის მხრდაჭერით ფონდი კრისტალის მიერ PH International-თან და მისო კრისტალთან თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს „სტაჟირების სახელმძღვანელო დამსაქმებლებისთვის“ პრეზენტაცია ჩატარდა.

ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები. მათ ერთობლივად იმსჯელეს ახალგაზრდების  სტაჟირების საკითხის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად და შეასრულეს პრაქტიკული დავალება, რომელიც სტაჟირების დიზაინის და პროექტების მოფიქრებას ითვალისწინებდა. დავალების შესრულების შემდეგ, კი გუნდებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *