შემოგვიერთდით

საქართველოს განათლების სამინისტროში პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა შედგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა შედგა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც გზას უხსნის პროფესიული განათლების სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას.

შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაზე სოციალურმა პარტნიორებმა, კერძო და საჯარო კოლეჯების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განიხილეს კანონპროექტის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, იმსჯელეს კანონის მიღების შემდეგ მისი დანერგვის გზებზე, ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *