შემოგვიერთდით

საქართველოს და ჩინეთის განათლების სამინისტროები პროფესიული განათლების სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სფეროში საერთაშირისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებას.

ჩინეთის რესპუბლიკა არის ერთ-ერთი ლიდერი პროფესიული განათლების ისეთ მიმართულებებში როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა , აიტი ტექნოლოგიები და ენერგეტიკა.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხი, რომელიც მიმართული იქნება ქართველი პროფესიული სტუდენტების, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი უნარების გამომუშავებაზე.

შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა კონკრეტულ სფეროებში პროფესიული სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის საქართველოში პროფესიული განათლების მიწოდების ხარისხს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *